უკრაინა არაა თქვენი ქვეყანა, მისი მარცვლეული, არაა თქვენი მარცვლეული, რატომ ბლოკავთ პორტებს - ბლინკენი ლავროვს

გამოქვეყნდა:

DW დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ "დიდი ოცეულის" დახურულ შეხვედრაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პირდაპირ მიმართა რუსეთის სააგრეო საქმეთა მინისტრს და მოსთხოვა მოსკოვს დაუშავს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი.

"ჩვენს რუს კოლეგებს: უკრაინა არ არის თქვენი ქვეყანა. მისი მარცვლეული არ არის თქვენი მარცვლეული. რატომ ბლოკავთ პორტებს? მარცვლეული უნდა გაუშვათ, - უთხრა ბლინკენმა ლავროვს, მოლაპარაკებებზე დამსწრე დასავლელი ოფიციალური პირის თქმით.

ლავროვმა ბლინკენთან ცალკე შეხვედრაზე უარი თქვა. ბლინკენმა ასევე გამორიცხა ასეთი პირისპირ შეხვედრა ინდონეზიაში სამიტის წინ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი