
ბერლინის ხელისუფლებამ სანქციების გამო რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების გაყიდვა პირველად აუკრძალა - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
რუსეთის მოქალაქემ, რომლის ვინაობასაც ბერლინის პოლიცია არ ასახელებს, 2021 წელს თავისი ქონება გასაყიდად გამოიტანა, მაგრამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ის ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა.
ნოტარიუსმა, აცნობა ბანკს და ფინანსურ ორგანოებს, რომ სანქციების გათვალისწინებით, მისი კლიენტი ვეღარ მიიღებს შემოსავალს მისი აქტივებიდან. შედეგად, დაწესდა აკრძალვა მისი მონაწილეობით გარიგებებზე.
ცნობისთვის, გერმანიისა და ევროკავშირის სანქციების სიაში ამჟამად რუსეთთან დაკავშირებული 1158 ფიზიკური პირი და 98 საწარმოა.