აშშ უკრაინას დამატებით $368 მლნ ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ინფორმაციით, აშშ უკრაინას დამატებით $368 მილიონის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. მისივე თქმით, თანხა გამოყოფილი იქნება იძულებით გადაადგილებული უკრაინელების მხარდასაჭერად.

 "ჩვენი ვალდებულება უკრაინელი ხალხის მიმართ მტკიცეა. შეერთებული შტატები თითქმის $368 მილიონ დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს უკრაინაში მცხოვრები ადამიანებისა და ლტოლვილების მხარდასაჭერად, რომლებიც იძულებული არიან გაიქცნენ თავიანთი ქვეყნიდან რუსეთის სასტიკი ომის გამო", - დაწერა ბლინკენმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი