
ოკუპირებულ მელიტოპოლთან რუსი ოფიცრები თავიანთ ჯარისკაცებს აუპატიურებენ, აწამებენ, კლავენ, შემდეგ კი გვამებს წვავენ - ინფორმაციას უკრაინული გამოცემა UNIAN ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უშუალოდ მელიტოპოლში რუსი ოფიცრები ცდილობენ "წესიერად" მოიქცნენ, თუმცა ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ისინი სისასტიკეებს სჩადიან.
მედია წერს, რომ რუს ჯარისკაცებს აღარ სურთ ბრძოლა და კრიმინალური ბრძანებების შესრულება, თუმცა სარდლობა მათ შეკავებას ძალადობით ცდილობს.