"ივანიშვილს რაც შეეხება, მის წინააღმდეგ სანქციებს დიდი ხანია ვითხოვთ. ერთ-ერთი პირველი ვიყავი ასეთი რეკომენდაციით. ევროპის პარლამენტმა დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ამას ასევე ითხოვს. "კრედიტ სუისი" ხელმძღვანელობს ევროპარლამენტის რეზოლუციით. ამოქმედების შანსი დიდია. ადამიანები თვალს ადევნებენ, რა ხდება საქართველოში. სხვათაშორის უფრო აქტიურად, ვიდრე "ქართულ ოცნებასა" და თავად ივანიშვილს ეგონათ. თუ შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოსცეს სანქცია, ჩვენ არ გვჭირდება კონგრესის გადაწყვეტილება. ბაიდენის ადმინისტრაციაც თუ ამას გადაწყვეტს, აქვს საკმარისი უფლებამოსილება. მაიკლ მაკფოლმა ეს რომ განაცხადა, ჩვენ საქართველოზე დისკუსია დაწყებული არ გვქონდა, მაგრამ მე ვაპირებ ამ საკითხის გააქტიურებას. ჯგუფში არის ხალხი, ვინც საქართველოს კარგად იცნობს. ამ რეკომენდაციების გაცემა არ მსიამოვნებს, მე საქართველოს წარმატება მინდა", - ამბობს რუსეთის სანქციების ჯგუფის წევრი დევიდ კრამერი "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.