ზელენსკიმ სამხრეთის დეოკუპაციის, სანაპირო ტერიტორიების დაბრუნების ბრძანება გასცა - რეზნიკოვი

გამოქვეყნდა:

თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი ამბობს, რომ უკრაინა აგროვებს მილიონობით სამხედრო ძალას, რომელიც აღჭურვილია დასავლური იარაღით, რათა რუსეთისგან დაიბრუნოს სამხრეთის ტერიტორია.

რეზნიკოვმა თქვა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის სამხედროებს უბრძანა დაებრუნებინათ ოკუპირებული სანაპირო ტერიტორიები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.

"ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურად ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. 

პრეზიდენტმა სამხედრო ხელმძღვანელობას გეგმების შემუშავება დაავალა. ამის შემდეგ გენერალური შტაბი ასრულებს დავალებას და ამბობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა XYZ. ეს ჩემი საქმეა, მე ვწერ წერილებს პარტნიორ ქვეყნებში კოლეგებს, გენერლები საუბრობენ იმაზე, თუ რატომ გვჭირდება ასეთი ტიპის იარაღი და შემდეგ ვიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს", - ამბობს რეზნიკოვი. 

ამჟამად უკრაინაში მძიმე ბრძოლები დონბასის რეგიონში მიმდინარეობს. რუსეთი ქვეყნის ამ ნაწილზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი