
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის, რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედიასაშუალება РИА Новости ავრცელებს.
"დადგინდეს, რომ უკრაინის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ან უკრაინის სრულ ტერიტორიაზე, უფლება აქვთ, გააკეთონ განაცხადი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მისაღებად გამარტივებული წესით“, – წერია განცხადებაში.