"ქართულ ოცნების" ოფისში, ამ წუთებში მმართველი პარტიის წევრები, რეგიონებიდან და საკრებულოებიდან წასულ დეპუტატებს ხვდებიან. ჯერჯერობით უცნობია, რაზე მიმდინარეობს კონსულტაციები და რას ეხება მათი საუბარი.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ "ოცნებისგან" გამიჯნული დეპუტატები შექმნიან ჯგუფს, რომელიც რეალურად იქნება "ქართული ოცნების" სატელიტი ჯგუფი, რომელიც გააჟღერებენ იმ განცხადებებს და პოზიციას საერთაშორისო პარტნიორების მისამართით, რისი გაჟღერებაც გარკვეულწილად მმართველ პარტიას ეუხერხულება.
შეგხსენებთ, რომ დღეს "ოცნება" ახალციხის , ლაგოდეხის, ჭიათურისა და თერჯოლის საკრებულოს დეპუტატებმა დატოვეს.