
აშშ-ს ახლად დეკლასიფიცირებული დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ ირანი, სავარაუდოდ, რუსეთს მიაწვდის ასობით დრონს - მათ შორის ისეთებიც, რომელსაც იარაღის ტარება შეუძლია, უკრაინაში ომის გამოსაყენებლად. ამის შესახებ ორშაბათს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ისაუბრა. მან არ დააკონკრეტა დაზვერვის ან მისი წყაროების შესახებ.
გარდა ამისა, თეთრი სახლის ოფიციალური პირების თქმით, ირანი ემზადება რუსული ძალების გასაწვრთნელად ივლისის ბოლოს.
"ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ ირანის მთავრობა ემზადება მიაწოდოს რუსეთს რამდენიმე ასეულამდე (უპილოტო საჰაერო თვითმფრინავი), მათ შორის იარაღის მქონე უპილოტო საფრენი აპარატები დაჩქარებული ვადების მიხედვით", - განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა.
მისივე განცხადებით, აშშ-სთვის არსებული ინფორმაციით, ირანი რუსულ ძალებს ამ დრონების გამოყენებაში გაწვრთნის. სალივანმა თქვა, რომ გაურკვეველია უკვე მიაწოდა თუ არ ირანმა დრონები რუსეთს.
სალივანმა განაცხადა, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების შესახებ ინფორმაცია იმის მტკიცებულებაა, რომ უკრაინაზე ბოლოს კვირებში რუსეთის თავდასხმები რუსეთს იარაღის ამოწურვის ფასად უჯდება.