დონეცკში, კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა - ნაპოვნია ბავშვის ცხედარი

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქში, ქალაქ ჩასოვ-იარიში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევების ქვეშ ბავშვის ცხედარიც იპოვეს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 23:30 საათის მონაცემებით, ნანგრევებიდან ამოყვანილია 9 ადამიანი. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება.

თავდასხმა 9 ივლისს მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ რუსეთმა ისკანდერი გამოიყენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი