რამშტეინის ჯგუფის მეოთხე შეხვედრა 20 ივლისს ვირტუალურ ფორმატში გაიმართება

გამოქვეყნდა:

ამერიკის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი უკრაინელ კოლეგას ესაუბრა. მხარეებმა უსაფრთხოების დახმარების შესახებ განახლებული ინფორმაცია გაცვალეს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ოსტინს ადგილზე არსებული ვითარების შეფასება გაუზიარა.

მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის თავდაცვის შემდეგი საკონტაქტო ჯგუფის დღის წესრიგი. "რამშტეინის ფორმატის" მეოთხე შეხვედრა ვირტუალურად, 20 ივლისს გაიმართება. პენტაგონის ცნობით, მხარეებმა პირობა დადეს, რომ მჭიდრო კონტაქტზე დარჩებიან.

ცნობისთვის, "რამშტეინის" პირველი შეხვედრა 26 აპრილს გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ძალების ბაზაზე 40 ქვეყნის მონაწილეობით გაიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი