"ოცნებას' გამოყოფილი გორელი დეპუტატი მიშა გოგინაშვილი ვერ საუბრობს როგორ და რა ფორმით აპირებს ქვეყნის გადარჩენას როგორც თავადვე ამბობს "ომის ქარცეცხლისგან", თუმცა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს ისიც თავს ესხმის, ამჯერად უკვე სატელევიზიო კომენტარში.
მას არც არასამთავრობო ორგანიზაციები, ეკა გიგაური და სახალხო დამცველი დავიწყებია. ლომჯარიას "ე.წ. სახალხო დამცველად" მოიხსენიებს და ამბობს, რომ აშშ-ს საელჩო აფინანსებს ორგანიზაციებს, რომლებსაც "საქართველოში ომი სჭირდებათ".
"ქალბატონმა კელი დეგნანმა, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტარს, პალატას მიერ დასმულ კითხვაზე ძალიან სამწუხარო პასუხი გასცა. მას მოუწოდებენ, რომ განმარტოს მაინც ან გაემიჯნოს ომის ქადაგებს საქართველოში, იმ ორგანიზაციების მიმართ, რომელსაც ამერიკული მხარე აფინანსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგალითად ეკა გიგაურს. ასევე, ე.წ სახალხო დამცველი რომელმაც განაცხადა, რომ რატომღაც რცხვენია და ამ სირცხვილს ურჩევნია, რომ ბომბები ცვიოდეს საქართველოში. აფინანსებს ორგანიზაციებს, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოში ომი სჭირდებათ და ეს ომი სჭირდებათ ხელისუფლებაში მოსასვლელად და არამარტო ამერიკა არამედ აქ არის ევროპაც, ევროპარლამენტარები, რომლებმაც მიიღეს რეზოლუცია, რომელიც არის არასწორი ინფორმაციით სავსე", - ამბობს მიშა გოგინაშვილი
"ქვეყნის გადარჩენისა" და "სიმართლის თქმის" მოტივით, მიშა გოგინაშვილმა გორის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეობა და პარტია გუშინ დატოვა და ხუნდაძე-ყაველაშვილ-სუბარს შეუერთდა.
შეგახსენებთ, მსგავსი მოტივით ოცნება დატოვეს და ე.წ. ტრიოს შეუერთდნენ ახალციხის, ლაგოდეხის, ჭიათურისა და თერჯოლის საკრებულოს დეპუტატებიც.