
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო მთელი ქვეყნის ოკუპაცია და ამიტომ ემზადება უკვე დატყვევებული მიწების ანექსიისთვის.
სკიბიცკის თქმით, კრემლის ხელისუფლება ემზადება ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და ტერიტორიული თვალსაზრისით. როგორ განვითარდება ყველაფერი - შემოდგომისკენ გაირკვევა, რადგან 11 სექტემბერს რუსეთი კენჭისყრის ჩასატარებლად ემზადება.
მან ისაუბრა იმ ზომებზე, რომლებსაც რუსეთი დროებით ოკუპირებულ დონეცკის, ხერსონისა და ლუგანსკის რეგიონებში ატარებს და თქვა, რომ ყოველივე მიუთითებს ე.წ. რეფერენდუმებისთვის სისტემატურ მომზადებაზე.
გარდა ამისა, თავად რუსეთის ფედერაციაში მზადდება საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებმაც უნდა გაამარტივონ მოქალაქეობის მიღების პროცედურა ტერიტორიის ინტეგრაციასთან ან ანექსიასთან დაკავშირებით.