დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე რვა კანდიდატი დარეგისტრირდა - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედიასაშუალება BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამის შესახებ კონსერვატიული პარტიის ჯგუფის სხდომაზე ე.წ. 1922 წლის კომიტეტის თავმჯდომარემ გრემ ბრედიმ გამოაცხადა.
მისი თქმით, რვა კანდიდატია წარდგენილი: კემი ბადენოჩი, სუელა ბრავერმანი, ჯერემი ჰანტი, პენი მორდაუნტი, რიში სუნაკი, ლიზ ტრასი, ტომ ტუგენდატი და ნადიმ ზაჰავი.
შეგახსენებთ, ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და პრემიერის თანამდებობა 7 ივლისს დატოვა.
ამავე თემაზე: