Twitter-მა სამშაბათს უჩივლა ილონ მასკს სოციალური მედიის პლატფორმის შესყიდვის 44 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგების დარღვევისთვის. კომპანია დელავერის სასამართლოს სთხოვს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს შეთანხმების დასრულება დაევალოს.

"მასკს, როგორც ჩანს, სჯერა, რომ - განსხვავებით ყველა სხვა მხარისგან, რომელიც ექვემდებარება დელავერის სახელშეკრულებო კანონს - თავისუფლად შეუძლია გადაიფიქროს, გაანადგუროს კომპანია, ჩაშალოს მისი ოპერაციები, გაანადგუროს აქციების ღირებულება და წავიდეს", - ნათქვამია საჩივარში.

პარასკევს, მასკმა განაცხადა, რომ წყვეტს გარიგებას, რადგან Twitter-მა დაარღვია შეთანხმება იმით, რომ არ უპასუხა ინფორმაციის მოთხოვნებს პლატფორმაზე ყალბი ან სპამი ანგარიშების შესახებ, რაც ფუნდამენტურია მისი ბიზნეს საქმიანობისთვის. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი