
დონეცკის ოლქში, ქალაქ ჩასოვ-იარიში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია ისევ გრძელდება.
გუშინ მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს. მათ 9 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
თავდასხმა 9 ივლისს მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ რუსეთმა ისკანდერი გამოიყენა.