ნიკა გვარამიას პოლიტიკურ ბრალდებასა და სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნულ სხდომას, რომელიც 19 ივლისს უნდა გაიმართოს, ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა:
"მინდა ყურადღება გავამახვილო მართლმსაჯულების რეფორმაზე და ვთქვა, რომ არასდროს არის გვიანი შეცდომების გამოსწორება. ეს განსაკუთრებით ეხება ნიკა გვარამიას, ტელეკომპანია "მთავარის" ხელმძღვანელს, რომელიც ძალიან საეჭვო ბრალდებებით ჩასვეს ციხეში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო გამოიყენებს შესაძლებლობას და გაამართლებს გვარამიას მომავალი კვირის სამშაბათს, რათა გამოსწორდეს ძველი შეცდომები და საქართველოში აღდგება თავისუფალი მედიის ხმა." თქვა მაიკლ გალერიმ.
ევროდეპუტატებმა ბრიუსელში საქართველოს შესახებ, მორიგი მწვავე რეზოლუციის პროექტი განიხილეს. რეზოლუციის პროექტის ავტორი დეპუტატი სვენ მიქსერია.
ცნობისთვის, გალერიმ ნიკა გვარამიას სააპელაციო საქმის პროცესზე რამდენიმე დღის წინაც გააკეთა განცხადება და მოსამართლეებს მოუწოდა, დაძლიონ შიშები და ემსახურონ კანონს.
ამ დრომდე ბრიუსელში იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ ნიკა გვარამიას მეუღლე სოფო ლილუაშვილი და იურისტი თამთა მურადაშვილი.
ავტორი: რამაზ ხატიაშვილი