"არ ველოდებით, არ ვიმსახურებთ"..."ღიმილისმომგვრელია" - პროკურორები და მოსამართლეები შესაძლო დასანქცირებაზე

გამოქვეყნდა:

არ ველოდებით, არ ვიმსახურებთ საფუძველი არ არსებობს - აცხადებს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი კითხვაზე, ელოდებიან თუ არა მოსამართლეები დასანქცირებას? 

გვრიტიშვილის მსგავსად, სანქციებს არ ელოდება არც პროკურორი ამირან გულუაშვილი:

"ელენე ხოშტარიას მიერ ინდივიდუალურად შედგენილი სია, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდა სიის შედგენა ჩემთვის გაუგებარია. თუ საკითხი ეხება პროკურორის მიერ საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელებას, ბრალდების მხარდაჭერას, სასამართლო პროცესში მონაწილეობას  და კომენტარის გაკეთებას საჯაროდ  კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, თუ ეს შეიძლება გახდეს დასანქცირების საფუძველი, ცოტა ღიმილისმომგვრელია" - ამბობს გულუაშვილი.

გვრიტიშვილი და გულუაშვილი დღეს პარლამენტში ოცნების ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდნენ, სადაც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მსჯელობდა. 

შეგახსენებთ, ოპოზიციაში უკვე აქვთ სია ვისთვისაც საერთაშორისო შეზღუდვების დაწესებას ითხოვენ. სიაში არიან გახმაურებული საქმეების მოსამართლეები და პროკურორები. 

ოლიგარქის საყრდენი მოსამართლეებისა და პროკურორების სია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ წარადგინა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი