მოლაპარაკებებზე ჩვენი პოზიციის საბოლოო წერტილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სრული სუვერენიტეტია - კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გამორიცხა რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა, როგორც სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი და თქვა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკეებბი არ მიმდინარეობს.

"უკრაინის მიზანი ამ ომში არის ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სრული სუვერენიტეტი უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში. ეს არის ჩვენი პოზიციის საბოლოო წერილი მოლაპარაკებებზე", - განაცხადა კულებამ. 

კულებამ ოთხშაბათს, სტამბოლში მოლაპარაკებების დაწყებამდე, რომელშიც მონაწილეობდნენ უკრაინელი, რუსი, თურქი და გაეროს ოფიციალური პირები - თქვა, რომ რუსეთის მიერ დაბლოკილი მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმება ძალიან ახლოს იყო. მისივე განცხადებით, უფრო ფართო სამშვიდობო მოლაპარაკებები გაყინულია.

"ამჟამად არ მიმდინარეობს (სამშვიდობო) მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის რუსეთის პოზიციისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განგრძობითი აგრესიის გამო", - განაცხადა კულებამ.

კითხვაზე კანადის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ გერმანიაში შეკეთებული ტურბინის დაბრუნების შესახებ, რომელიც საჭიროა Nord Stream 1 გაზსადენისთვის, კულებამ თქვა, რომ კიევმა უთხრა ბერლინს და ოტავას, რომ ეს იყო "შეცდომა".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი