
დონეცკის რეგიონში გასული დღის განმავლობაში რუსული დაბომბვის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 5 დაშავდა. ინფორმაცია დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, პაველ კირილენკომ გაავრცელა.
"რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას! 13 ივლისს რუსებმა დონბასში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2 ჩასოვოი იარში და 1 ნიკოლაევკაში. კიდევ 5 ადამიანი დაშავდა", - თქვა მან.
დონეცკის რეგიონში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, სულ მცირე 609 ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 1565 დაშავდა.
კირილენკოს თქმით, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია.