ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ევროკომისიამ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა დამსახურებების მიხედვით შეაფასა და კატეგორიულად არ შეესაბამება სიმართლეს განცხადებები, რომ დასავლეთს სრუს საქართველო ნახოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართული
ევროკავშირის ელჩი ამბობს, გულწრფელად წუხს, როდესაც ხედავს მათ, ვინც ასეთ ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობ ევროკავშირის თუ აშშ-ის მიმართ.
კითხვაზე, რამდენად უკავშირდებოდა ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში სამხედრო ოპერაციები არ მიმდინარეობს, ელჩი პასუხობს:
"ევროკომისიამ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მათი დამსახურებების მიხედვით და დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეაფასა, ამ კრიტერიუმებს შორის ნამდვილად არ არის სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობა.
ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდანვე, ევროკავშირი საქართველოს ძლიერი პარტნიორი. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში დასახმარებლად, ჩვენ დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი ჩავდეთ. და, სულ ახლახან, ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც დიდი მიღწევაა. ის შემდგომი ნაბიჯების საფუძვლად უნდა გამოვიყენოთ".
კარ ჰარცელი ამბობს, რომ არც აქამდე ყოფილა სურვილი და არც მომავალში დადგება მომენტი, როდესაც ევროკავშირი მოინოდომებს უკრაინაში მიმდინარე ომის გავრცელებას. კითხვაზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს განცხადებები, რომ დასავლეთს სურს, ნახოს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩართული და რომ სწორედ ამან მოახდინა ზეგავლენა ევროკომისიის მოსაზრებაზე, ელჩი პასუხობს:
"კატეგორიულად არ შეესაბამება. გულწრფელად ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს, ევროკავშირისა და აშშ-ის მიმართ.
ყველამ დაინახა, თუ როგორ თავდაუზოგავად მუშაობს ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის პირველივე დღიდანვე, ამ სისასტიკის დასასრულებლად და უკრაინასა და მის მოსახლეობაში მშვიდობის დასამყარებლად. არც აქამდე ყოფილა ასეთი სურვილი და არც მომავალში დადგება ისეთი მომენტი, როდესაც ევროკავშირი ამ ომის შემდგომ გავრცელებას მოინდომებს".
იხილეთ ასევე: