ვინიცაში თავდასხმას მინიმუმ 23 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი - სამაშველო ოპერაცია გრძელდება

გამოქვეყნდა:

ვინიცაში, სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ორი დაღუპული ბავშვისა და 11 ზრდასრული პირის ცხედრების იდენტიფიცირება ჯერ ვერ ხერხდება. ახლობლები 18 ადამიანს ეძებენ.

ბოლო მონაცემებით, სარაკეტო იერიშს 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია.

დაღუპულთა შორისაა 4 წლის ლიზა, რომელიც დედასთან ერთად იმყოფებოდა. დედამისი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდა ამისა, ჰოსპიტალში მოათავსეს 73 დაშავებული.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი