სანქციები ცუდია ევროპის ეკონომიკისთვის და არ ეხმარება უკრაინას - ორბანი

გამოქვეყნდა:

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები "ცუდია ევროპის ეკონომიკისთვის" და "არ ეხმარება უკრაინას".

"თავდაპირველად მე მეგონა, რომ მხოლოდ ფეხებში ვესროლეთ ჩვენ თავებს" განაცხადა მან საზოგადოებრივ რადიოში და დაამატა - "მაგრამ ახლა ცხადია, რომ ევროპულმა ეკონომიკამ ფილტვებს ესროლა და მძიმედ სუნთქავს". 

ევროპისთვის გაზის მიწოდება შემცირდა, ხოლო საწვავის ხარჯები გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 

ორბანი ამბობს, რომ ბრიუსელში სიმართლის მომენტი უნდა დადგეს, როცა ლიდერები აღიარებენ, რომ არასწორი გათვლა გააკეთეს "რომ სანქციების პოლიტიკა ეფუძნებოდა არასწორ ვარაუდებს და ის უნდა შეიცვალოს". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი