
მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვიტალი კიმის განცხადებით, რუსეთმა ქალაქში უნივერსიტეტები დაბომბმა. მისი თქმით, რაკეტები ორ უდიდეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მოხვდა.
"დღეს რუსი-ტერორისტები მიკოლაიევში 2 უდიდეს უნივერსიტეტს დაესხნენ თავს. მინიმუმ 10 რაკეტა. ახლა ისინი თავს დაესხნენ ჩვენს განათლებას. მე ვთხოვ ყველა დემოკრატიული ქვეყნის უნივერსიტეტებს, მოიხსენიონ რუსეთი იმად, რაც სინამდვილეში არის - ტერორისტი", - წერს კიმი.