ხერსონის ოლქში 44 დასახლება ჩვენ კონტროლს ექვემდებარება - უკრაინა

გამოქვეყნდა:

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, დმიტრო ბუტრიიმ განაცხადა, რომ 44 დასახლებული პუნქტი განთავისუფლდა დიდწილად ოკუპირებულ ტერიტორიაზე და უკრაინის კონტროლის ქვეშაა. 

მას ვადები არ დაუკონკრეტებია და აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმები ისევ გრძელდება.

"ჩვენ მოვუწოდებთ ხალხს ევაკუაციისკენ, რათა დაიცვან საკუთარი თავი და ოჯახები. რუსი ოკუპანტები არ არიან ადამიანები", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, რუსები ესროდნენ სამოქალაქო მანქანების კოლონებს, როდესაც ისინი ცდილობდნენ რეგიონის დატოვებას.

ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა ხალხს ასევე მოუწოდა ხერსონის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებისკენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი