აშშ-ს საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს, რაც მოვისმინეთ, დაუშვებელია - მაჭარაშვილი პასუხს ითხოვს

გამოქვეყნდა:

გურამ მაჭარაშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აღიარებასთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ აინტერესებს აშშ-ს საელჩოს პოზიცია და რომ ეს ფაქტი, მისივე თქმით, მართლმსაჯულებაში ჩარევაა:

„რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს. ჩვენ ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, მაგრამ რაც მოვისმინეთ, დაუშვებელია, რადგან მოსამართლეს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხო, მითუფრო სანქციების ფორმა რატომ აირჩია ეს და არა სხვა, ეს არის პირდაპირი ჩარევა" ამბობს გურამ მაჭარაშვილი, "ოცნების" დეპუტატი.

მაჭარაშვილი ნიკა გვარამიას საქმეზე, ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადებასაც მართლმსაჯულებაში ჩარევას უწოდებს:

"ასევე  ევროპარლამენტარის, გალერის სააპელაციო სასამართლოს მიმართ მოწოდება, რომ ნიკა გვარამია გაამართლოს. საინტერესოა, თავისი ქვეყნის სასამართლოს თუ მიმართავს და ეტყვის, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს.", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადება სამთავრობო მედიებმა გაავრცელეს, სადაც ჩხიკვაძე ადასტურებს, რომ სწორედ ამ საქმის განაჩენის შემდეგ ამოიღეს ის აშშ-ში წამსვლელთა სიიდან.

მისი თქმით,  "რუსთავი 2"-ის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, კერძოდ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და რატომ გამოიყენა სასჯელად პატიმრობა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი