შოტლანდიის ეროვნულ გალერეაში ვან გოგის აქამდე უცნობი ავტოპორტრეტი აღმოაჩინეს

გამოქვეყნდა:

შოტლანდიის ეროვნულ გალერეაში ვინსენტ ვან გოგის აქამდე უცნობი ავტოპორტერი აღმოაჩინეს, ის მისივე ცნობილი ნახატის, გლეხი ქალის პორტრეტის ქვეშ იყო. გალერეის თანამშრომლებმა ნახატი გამოფენაზე გატანამდე რენტგენში გაატარეს და დაინახეს, რომ მის ქვეშ მეორე ნამუშევარი იდო.

ნიდერლანდელი ხელოვანი თანხის დასაზოგად ხშირად იყენებდა უკვე გამოყენებულ ტილოებს და ნახატებს მეორე მხარეს ხატავდა. ექსპერტები ამბობენ, რომ შესაძლებელია მოხდეს ავტოპორტრეტის ნახატისგან განცალკევება, თუმცა მათივე თქმით, წებოსა და მუყაოს მოშორების პროცესი საკმაოდ დელიკატურ სამუშაოებს მოითხოვს.

ვან გოგს საკუთარი ავტოპორტრეტი 35-ჯერ აქვს შესრულებული და ახლა შოტლანდიის ეროვნულმა გალერეამ 36-ე ნამუშევარი აღმოაჩინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი