პუტინს სძულს ზელენსკი, ეს არის მისი შინაგანი ბუნება - რუსი ოპოზიციონერი

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს არა მხოლოდ არ მოსწონს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მას ნამდვილად სძულს იგი - ამის შესახებ TV 24-ს რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გენადი გუდკოვმა განუცხადა.

მას მიაჩნია, რომ ჟურნალისტები ცდებიან, როცა ამბობენ, რომ დიქტატორს უბრალოდ „არ მოსწონს“ ზელენსკი. გუდკოვის თქმით, პუტინს ნამდვილად სძულს უკრაინის პრეზიდენტი. ეს სიძულვილი პირველივე წამში გაჩნდა, როცა დიქტატორმა გაიგო, რომ ზელენსკიმ მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები.

"ეს არის პუტინის შინაგანი ბუნება. ამიტომაც, როდესაც ხალხი ამბობს, რომ მას არ მოსწონს არასწორია, მას რეალურად სძულს იგი ", - აცხადებს გენადი გუდკოვი.

შეგახსენებთ, რომ პუტინმა საკუთარი ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს გაგზავნა. ომის მე-5 თვეს რუსი დიქტატორი ამტკიცებს, რომ რუსეთის ფედერაციას "ჯერ არაფერი დაუწყია" უკრაინაში და მომავალში მეტ ძალას აჩვენებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი