"დაბომბეს ოდესის ავეჯის ქარხნის საწყობი და არა რაკეტების საცავი" | უკრაინა რუსეთს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ამხელს

გამოქვეყნდა:

რუსეთმა დაარტყა ოდესის ავეჯის ქარხნის საწყობს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

რუსეთის სამხედრო დეპარტამენტის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ "ოდესაში სამრეწველო საწარმოს ერთ-ერთ შენობაში, მაღალი სიზუსტის რაკეტებმა გაანადგურეს ნატოს ქვეყნების მიერ გადაცემული Harpoon საზენიტო რაკეტების შესანახი საწყობი".

ოდესის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ უარყო რუსული მტკიცება, რომ განადგურდა საწყობი. სერგეი ბრაჩუკის თქმით, 16 ივლისს რუსი სამხედროების მიერ გასროლილი რაკეტა ავეჯის კომპანიის საწყობს მოხვდა, რომელიც განადგურდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი