მედვედევი უკრაინას ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში "განკითხვის დღით" დაემუქრა | პოდოლიაკის პასუხი 

გამოქვეყნდა:

ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში, უკრაინის ხელმძღვანელობა მყისიერად დაექვემდებარება განკითხვის დღეს - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა ისაუბრა. 

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, უკრაინას ვოლგოგრადში ვეტერანებთან შეხვედრაზე დაემუქრა. 

"ცალკეული ეგზალტირებული სისხლიანი ჯამბაზები, რომლებიც დროდადრო ჩნდებიან რაღაც განცხადებებით, ასევე, ცდილობენ, დაგვემუქრონ, ვგულისხმობ ყირიმზე თავდასხმას და ა.შ. ასეთი რამე რომ მოხდეს, ყველასთვის განკითხვის დღე დადგება - ძალიან სწრაფად და მძიმედ. დამალვა ძალიან რთული იქნება",- თქვა მან. 

მედვედევს უკრაინის პრეზიდენტის აპარატმა უპასუხა და თქვა, რომ ის  მხოლოდ სიბრალულს იწვევს. მიხაილო პოდოლიაკმა მედვედევს ისტორიისგან დავიწყებული პატარა ადამიანი უწოდა. 

"თანამედროვე რუსეთის პორტრეტი არის დიმიტრი მედვედევი, რომელიც ვიღაცას ემუქრება "განკითხვის დღით". და მე გაჩვენებთ ყველას!" მაჩვენებ რას? მოკლავ სხვა ბავშვს?",- ამბობს პოდოლიაკი. 

ცნობისთვის, 16 ივლისს თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ობიექტები მის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ტერიტორიაზე არის იმ სამიზნეებს შორის, რომლებიც უკრაინის არმიამ უნდა დაამარცხოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი