უკრაინისა და მოლდოვისთვის "EU-ს მარადიული სტატუსის" მინიჭება რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკური გამბიტია - ლავროვი

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის "მარადიული კანდიდატის სტატუსის" მინიჭება "რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკური გამბიტია".

ლავროვმა, ასევე, თქვა, რომ დასავლეთში "არეკლამებენ" საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონის ინიცირებულ "ევროპულ პოლიტიკურ თანამეგობრობას", სადაც არ იქნება განსაკუთრებული ფინანსური და ეკონომიკური სარგებელი, მაგრამ იქნება მოთხოვნები ევროკავშირთან სრული სოლიდარობისა მის "ანტირუსულ ქმედებები".

"მაშინვე გავაკეთებ დათქმას, ჩვენ არ გვჭირდება იქ შესვლა, მაგრამ განცხადება თავისთავად არის მანიშნებელი, რომელიც ამჟღავნებს ამ ახალი მიზანმიმართულად კონფრონტაციული, განხეთქილების წამოწყების არსს", - თქვა ლავროვმა. 

ლავროვმა, თქვა, რომ ნატოს მსროლელები და ინსტრუქტორები, როგორც ჩანს, უკვე ხელმძღვანელობენ უკრაინელი სამხედროების მოქმედებებს ადგილზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი