ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა დონეცკის ოლქის ქალაქის დაბომბვის შედეგად

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკის დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 14 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის მერის მოადგილე ავრცელებს. უკრაინა ამბობს, რომ ქალაქს ორი ისკანდერ-M ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს.

"თოთხმეტი ადამიანი საშუალო და მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ერთი გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეა. ეს არის 1987 წელს დაბადებული ქალი, ის უბრალოდ სკამზე იჯდა, როცა დაბომბვა მოხდა", - თქვა იდრისოვამ.

მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ქალაქში 30 შენობა დაზიანდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი