უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთი სამხრეთ ნაწილებში ჯარებს აძლიერებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსული სამხედრო ტექნიკის სტაბილური ნაკადი მარიუპოლიდან სამხრეთ უკრაინის სხვა ნაწილებისკენ გადადიან, სადაც უკრაინული ძალები შეტევაზე არიან გადასული.

განცხადებას ამყარებს ბოლო დროს გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ რუსული ჯავშანტექნიკა, უკრაინის სამხრეთ ნაწილებში მოძრაობს.

მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშენკო აცხადებს, რომ შაბათს ასამდე სამხედრო ტექნიკის დიდმა კოლონამ გაიარა ქალაქ ზაპორიჟიას რეგიონის მიმართულებით.

"გარდა ამისა, კამაზის სატვირთო მანქანებით ჩამოყვანილი რუსი ჯარისკაცების დიდი რაოდენობა დასახლდა ნიკოლსკესა და მანჰუშის რაიონის სოფლებში", - თქვა მან. 

ზოგიერთი დამოუკიდებელი ანალიტიკოსი თვლის, რომ რუსებს ძალები პოტენციურად დასავლეთისკენ გადაჰყავს, რათა მხარი დაუჭირონ რუს სამხედროებს, რომლებიც  ხერსონში უკრაინული შორი დისტანციური იარაღის თავდასხმის შემდეგ, თავდაცვით პოზიციებში იმყოფებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი