
პროკურატურის ცნობით, სულ მცირე 353 უკრაინელი ბავშვი დაიღუპა და 665-ზე მეტი დაშავდა რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ.
დაშვებულთა უმეტესობა დონეცკიდან, ხარკოვიდან და კიევიდანაა.
უწყების ცნობით, სულ მცირე 2 138 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, აქედან 221 მთლიანად განადგურდა.
მონაცემები საბოლოო არაა, რადგან უკრაინის რამდენიმე რეგიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.