
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სთხოვს ევროკავშირს, გაუგზავნოს დამატებითი იარაღი უკრაინას, დააწესოს დამატებითი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
"დღეს მე მივმართე ევროკავშირის მინისტრებს საგარეო საქმეთა საბჭოზე. ჩემი მთავარი გზავნილია: იარაღი უკრაინას, სანქციები რუსეთს და პასუხისმგებლობა რუსეთის წინაშე. ეს არის სამი გზა მშვიდობის აღდგენის, უსაფრთხოების გაძლიერებისა და ევროპაში სტაბილურობის დასაცავად", - წერს კულება.
კულებამ თქვა, რომ უკრაინა მადლობელია EPF-ის ფარგლებში დამატებით 500 მილიონი ევროს დახმარების. მისივე თქმით, სანქციებმა უნდა მოიცვას ენერგეტიკული ემბარგო, ნავთობის ფასის ლიმიტი, ყველა რუსული ტელეარხის აკრძალვა. ასევე კულებამ მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს მხარი დაუჭირონ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სპეციალურ ტრიბუნალს.