უკრაინის პრეზიდენტი მორიგ საკადრო წმენდას იწყებს. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და გენერალური პროკურორი ის უმაღლესი თანამდებობის პირები არიან, ვისაც ზელენსკი პირველებს უშვებს პოსტებიდან.
სკანდალი პირდაპირ უკავშირდება სპეცსამსახურებისა და პროკურატურის თანამშრომლების რუსეთის ხელისუფლებათან შესაძლო თანამშრომლობას. ამ ეტაპზე შვიდასამდე საქმეა აღძრული - მათ შორის ღალატის მუხლით. თავად უკრაინის პრეზიდენტი და მისი გუნდის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ეს მასობრივი წმენდა მხოლოდ გააძლიერებს ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას.