ბლინკენის პოზიცია, რომ დამოუკიდებელი უკრაინა იარსებებს ბევრად დიდ ხანს, ვიდრე პუტინი, უცვლელია - ზელენსკა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, რომელიც ამერიკაში ვიზიტით იმყოფება სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს შეხვდა. ზელენსკა სოციალურ ქსელში წერს, რომ ბლინკენის პოზიცია, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა ბევრად დიდ ხანს იარსებებს, ვიდრე პუტინი - უცვლელია. 

უკრაინის პირველი ლედი ამბობს, რომ ამერიკაში ჯილ ბაიდენის მიწვევით იმყოფება.

ზელენსკა აცხადებს, რომ აშშ-ში იმყოფება იმისთვის, რომ სამგზავრო თვითმფრინავებმა მშვიდად იფრინონ, ადამიანებს კი სირენების ხმები არ აშინებდეთ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი