ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ქალაქ დნიპროზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.

"მტრის თავდასხმას ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თექვსმეტი დაშავდა. შვიდი მათგანი ახლა საავადმყოფოშია", - აცხადებს რეზნიჩენკო.

თავდასხმა სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი