"არავის არ სურს იყოს ოკუპანტი" - 500-მდე ბურიატმა უკრაინაში ბრძოლაზე უარი თქვა

გამოქვეყნდა:

ბურიატიდან 500-მდე კონტრაქტორმა სამხედრომ უკრაინის ომში მონაწიელობაზე უარი თქვა. მათ ფონდ "თავისუფალი ბურიატიას" მიმართეს, რათა დაეხმარონ კონტრაქტის გაწვეყტაში ან "სეპციალური ოპერაციიდან" სახლში დაბრუნებაში.

ამ თემაზე ფონდის ვიცე-სპიკერი, ალექსანდრა გარმაჟაფოვა Настоящее Время-ს ესაუბრა. ის მიიჩნევს, რომ რუსეთს სჭირდება "დენაციფიკაცია", რადგან ბურიატები მუდმივად განიცდიან დამცირებასა და დისკრიმინაციას.

გარმაჟაფოვამ თქვა, რომ მის ბევრ თანამემამულეს "არ ესმის რა დაკარგეს უკრაინაში".

"არავის არ სურს იყოს ოკუპანტი... უკრაინის დენაციფიკაციის იდეა დამაბნეველია, რადგან ჩვენ, როგორც ეროვნული უმცირესობა, მუდმივად ვაწყდებით რასიზმს და დისკრიმინაციას რუსეთში", - თქვა მან.

ფონდის ხელმძღვანელის თქმით, ბურიატიაში თითქმის ყველას ესმის, რომ მათი რეგიონის ჯარისკაცები უბრალოდ სასიკვდილოდ გაიმეტეს.

"ისინი არ გვწყალობენ. ამიტომ ფრონტის ხაზზე გზავნიან ბურიატებს, ტუვანებს, დაღესტნელებს, ყალმუხებს", - განაცხადა გარმაჟაფოვამ.

ამ განცხადების შემდეგ რუსეთმა დაბლოკა "თავისუფალი ბურიატიის" ფონდის ვებგვერდი ფედერაციის ტერიტორიაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი