
სასამართლომ რუს მილიონერ და რესტავრატორ, ალექსანდრე ორლოვს, რომელიც, დედაქალაქში დედოფლის კომპლექსის მფლობელია, კვების ობიექტებსა და მიწის ნაკვეთები დაუყადაღა - ამის შესახებ ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს პრესსამსახური იტყობინება.
უკრაინული მედიის ცნობით, ორლოვი ფლობს Bulldozer Group-ს, რომელიც უკრაინაში ფლობს Queen Kyiv-ს, Virgin Izakaya Bar-ს, Eshak-ს, Not Only Fish-ს, Ryba Pila-ს, Queen Country Club-ს, Fish Fetish-ს.
გამოძიების დროს დადგინდა, რომ ბიზნესმენი ცდილობდა თავიდან აეცილებინა შესაძლო სანქციები და ქონებრივი უფლების ჩამორთმევა, შემდეგ კი ფიქტიური ხელშეკრულებების საფუძველზე გეგმავდა აღნიშნული ქონების სხვაზე გადაფორმებას.
გამომძიებელი მოსამართლის განჩინებით, დაყადაღებულია 400-მილიონ გრივნად შეფასებული უძრავი ქონება პანსიონის სახით, მიწის ნაკვეთები და მრავალფუნქციური და გასართობი კომპლექსი.