დავით ხიდაშელი და დავით საგანელიძე მოქალაქეებს რაჭაში, "ერისიონის" კონცერტზე ეპატიჟებიან

გამოქვეყნდა:

23 ივლისს, 20:00 საათზე ონში, ანსამბლ "ერისიონის" კონცერტი გაიმართება. "მთის ამბების" ინფორმაციით, სოფელ უწერაში კონცერტთან დაკავშირებით აფიშები გააკრეს, რომელზეც  მითითებულია, რომ ღონისძიების ორგანიზატორები და მხარდამჭერები დავით ხიდაშელი და დავით საგანელიძე არიან. 

"მთის ამბები" შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს:

ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სერგო ხიდეშელმა "მთის ამბებს" დაუდასტურა, რომ კონცერტი ონში, დავით ხიდაშელისა და დავით საგანელიძის ორგანიზებითაა დაგეგმილი. კითხვაზე - ჩართულია თუ არა მუნიციპალიტეტის მერიაც საორგანიზაციო საკითხებში, მერმა განაცხადა, რომ მერია აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში არ მონაწილეობს.

ანსამბლი "ერისიონი" თავის Facebook გვერდზე, კონცერტების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ონის, ამბროლაურისა და ლენტეხის მერებს. ამასთან, ანსამბლი მადლობას უხდის დავით საგანელიძესაც, ონში კონცერტის გასამართად მხარდაჭერისათვის.

ანსამბლის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კონცერტი "ქართული საგანძური"ლენტეხსა და ამბროლაურში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის (ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში) ფარგლებში ტარდება.

ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ 104 000 ჰექტარი ტყე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში, 49 წლით ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარ მოწმეს, დავით ხიდაშელს გადასცა. "მწვანე ალტერნატივამ" და გარემოს დამცველებმა მთავრობის აღნიშნული განკარგულების გაუქმების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი