უკრაინამ 45 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

გამოქვეყნდა:

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული სამხედროების ცხედრების გადმოსვენების მორიგი ოპერაცია შედგა და უკრაინამ 45 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა.

უწყების ცნობით, აღნიშნული ოპერაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა პირების, კომისრის ოლეგ კოტენკოსა და უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობით ჩატარდა და ის ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად განხორციელდა.

დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების გადმოსვენების პროცესი, ჟენევის კონვენციის წესების შესაბამისად გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი