"ვენედიქტოვა შვეიცარიაში უკრაინის ელჩის კანდიდატად განიხილება" | გონჩარენკო

გამოქვეყნდა:

უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა შვეიცარიაში უკრაინის ელჩის კანდიდატად განიხილება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

"ვენედიქტოვა შვეიცარიაში უკრაინის ელჩის კანდიდატად განიხილება" - წერს გონჩარენკო.

გარდა ამისა, რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერმა დავით არახამიამ, ტელემარათონის ეთერში განაცხადა,  რომელ თანამდებობას დაიკავებს ვენედიქტოვა, ერთ კვირაში გადაწყდება.  

"ერთ კვირაში გადაწყდება, რომელ თანამდებობას დაიკავებს ვენედიქტოვა", - ამბობს ახარამია.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ, ირინა ვენედიქტოვა უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი