რუსეთმა ნიკოპოლი დაბომბა - დაიღუპა 2, დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის ბავშვები

გამოქვეყნდა:

რუსეთმა ღამით კიდევ ერთხელ დაბომბა ქალაქი ნიკოპოლი. კერძო სახლები დაინგრა და დაზიანდა, დაიღუპა ორი ადამიანი, 9 კი დაშავდა. 

"მიზანმიმართულად ესროდნენ ნიკოპოლში საცხოვრებელ ზონას გრადებიდან, მათ 30-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს", - თქვა დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ოლქის უფროსმა.

საავადმყოფოში 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვი. დაშავებულებს შორის ყველაზე პატარა 3 წლისაა.

ადგილზე მაშველები მუშაობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი