
კუნძულ ზმეინზე, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული უკრაინელმა სპეციალისტებმა ტერიტორიის შესწავლისა და განაღმვის სამუშაოები ჩაატარეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო წერს, რომ:
"აღმოაჩინეს და ამოიღეს მტრის იარაღისა და აღჭურვილობის ნიმუშები. კერძოდ, სახელმძღვანელო და კონტროლის სისტემები, უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10, MANPADS საჰაერო თავდაცვის სისტემები, ყუმბარმტყორცნები, ცეცხლსასროლი იარაღი, აბრძოლო მორები, სამხედროების პირადი დოკუმენტები, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები".
გარდა ამისა, კუნძულზე იპოევს კატა, რომელიც რამდენიმე თვე ოკუპაციაში ცხოვრობდა. მისი ევაკუაცია მოხდა.
ცნობისთვის, 4 ივლისს "გველების კუნძული" ოფიციალურად დაუბრუნდა უკრაინის იურისდიქციას. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 30 ერთეული მტრის ტექნიკა.