"რუსეთ-უკრაინის ომში სადღაც შუაში ვერ იქნები" | ზელენსკი ბრაზილიის პრეზიდენტს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბრაზილიის პრეზიდენტთან ჟაირ ბოლსონაროსთან საუბრისას თქვა, რომ ის არ უჭერს მხარს ბრაზილიის "ნეიტრალიტეტის პოზიციას“ უკრაინის ომში.

ზელენსკის თქმით, მას ბრაზილიისგან "მხარდაჭერა" სურს.

"სადღაც შუაში ვერ იქნები... მე არ ვუჭერ მხარს ასეთ პოზიციას. ამის შესახებ პრეზიდენტს ვუთხარი... ბრაზილიის პრეზიდენტმა მითხრა, რომ მხარს უჭერს უკრაინას, მის სუვერენიტეტს, მაგრამ ბრაზილია ნეიტრალიტეტის პოზიციას იკავებს“, - თქვა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ბრაზილიის პრეზიდენტი, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან თავს არიდებდა რუსეთის დაგმობას ან სანქცირებას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი