"ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი დაამტკიცეს" | ერმაკი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი დაამტკიცეს, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან ოქროს იმპორტის აკრძალვასა და სბერბანკის აქტივების გაყინვას მოიცავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

მისი თქმით, სანქციების ახალი პაკეტი სანქციების სიაში 50-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის შეყვანას ითვალისწინებს.

"ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი მოიწონეს. რუსული ოქროს იმპორტი აიკრძალება, ხოლო სბერბანკის აქტივები გაიყინება... ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას გაზის ემბარგოზე, რუსეთის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარებაზე და ნავთობის ფასის შეზღუდვაზე", - ამბობს ერმაკი.

შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს ევროკომისიამ ოფიციალურად შესთავაზა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტში ოქროს ემბარგოს შეტანა. რომელიც Bloomberg-ის ცნობით, უახლოეს კვირებში უნდა იყოს მიღებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი