ვითხოვ იმას, რისი მოთხოვნაც არასოდეს მენდომებოდა, მე ვითხოვ იარაღს - ზელენსკა კონგრესს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ამერიკის კონგრესს სიტყვით მიმართა. ზელენსკამ კონგრესის წევრებს უკრაინისთვის მეტი  იარაღის გაგზავნისკენ მოუწოდა.

"მე ახლა ვითხოვ იმას, რისი მოთხოვნაც არასოდეს მენდომებოდა. მე ვითხოვ იარაღს. იარაღს, რომელიც არ იქნება გამოყენებული სხვის მიწაზე ომისთვის, არამედ საკუთარი სახლისა და იმ უფლების დასაცავად, რომ ამავე სახლში ცოცხალმა გაიღვიძო.  მე გთხოვთ საჰაერო დაცვის სისტემებს, რათა რაკეტებმა არ დახოცონ ბავშვები ეტლებში. მაშინ, როცა რუსეთი კლავს, ამერიკა გვიცავს და თქვენ ეს უნდა იცოდეთ. ჩვენ ამისთვის მადლობას გიხდით", - თქვა ოლენა ზელენსკამ.

კონგრესში სიტყვით გამოსვლამდე ოლენა ზელენსკა თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტს, პირველ ლედისა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი