აშშ-ის არჩევნებში უკრაინა ჩაერია - რუსეთის დუმის სპიკერი

გამოქვეყნდა:

რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ამბობს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ძალაუფლების შესანარჩუნებლად "უკრაინაში საომარი მოქმედებების გახანგრძლივება სჭირდება".

როგორც ვოლოდინი Telegram არხზე წერს, ბაიდენს კონგრესის შუალედურ არჩევნებში გამარჯვება სჭირდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შესაძლოა, იმპიჩმენტი გამოუცხადონ. 

ამასთან, დუმის სპიკერი აღნიშნავს, რომ 2020 წელს უკრაინა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია და კონგრესის შუალედურ არჩევნებშიც "მნიშვნელოვან როლს ასრულებს".

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი