დონბასი უკრაინისთვის ჯერ დაკარგული არაა - მარკ მილი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, მარკ მილი ამბობს, რომ უკრაინას დონბასის რეგიონი ჯერ არ დაუკარგავს. 

"საბოლოო ჯამში, ფასი მაღალია, მოგება კი ძალიან დაბალი. დონბასის რეგიონში, ლუგანსკში გამანადგურებელი ომი მიმდინარეობს. თქვენ კითხვას რომ გავცე პასუხი, არის თუ არა დონბასი დაკარგული - არა, ჯერ არ არის. უკრაინელები რუსეთს, მათ მიერ დაკავებული ტერიტორიის თითოეული ინჩისთვის ფასს ახდევინებენ", - თქვა გენერალმა.

გენერლის თქმითვე, ამ დრომდე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხმელეთზე ძალიან მცირე პროგრესს მიაღწია, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, დონბასისთვის ბრძოლა ძალიან დაძაბულია.

"ეს არის ძალიან ინტენსიური ბრძოლა, ბევრი ძალადობაა - ათიათასობით საარტილერიო სროლაა ყოველ 24 საათში, მსხვერპლი ბევრია ორივე მხრიდან, ნადგურდება ბევრი სოფელი და ა.შ.", - თქვა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი